ბანერების ჩვენება,
რომელიც არ ანელებს მედიასაშუალების საიტს

სარეკლამო სერვერი ქართული რეგიონული მედიისთვის. მუშაობს ჩვეულებრივ cPanel ჰოსტინგზე — ყოველგვარი VPS-ის, Node.js-ის და Composer-ის გარეშე.

ინტეგრაცია: ერთი ბლოკი გამომცემლის საიტზე

<iframe src="https://itech.com.ge/ads/show.php?zone=a1b2c3d4e5f60718293a4b5c6d7e8f90" width="728" height="90" scrolling="no" frameborder="0" sandbox="allow-scripts allow-popups"></iframe>

სულ ეს არის. სერვერზე არაფრის დაყენება არ გჭირდებათ.

19
PHP ფაილი მთელ სისტემაში
8
ცხრილი ბაზაში
1
SQL მოთხოვნა ჩვენებაზე
0
სხვებზე დამოკიდებულება

როგორ მუშაობს

ოთხი ნაბიჯი პირველ სარეკლამო ბანერამდე. ყველაფერი ხდება ადმინ-პანელში.

ნაბიჯი 01

გამომცემელი

დაამატე მედიასაშუალება — სახელი და დომენი. ერთ გამომცემელს შეიძლება რამდენიმე ზონა ჰქონდეს.

ნაბიჯი 02

ზონა

განსაზღვრე ადგილი საიტზე და ზუსტი ზომა პიქსელებში. სისტემა ავტომატურად გამოიმუშავებს უნიკალურ ტოკენს.

ნაბიჯი 03

კოდი

დააკოპირე მზა iframe და გადაუგზავნე რედაქციას. ერთხელ ჩასმის შემდეგ ცვლილება აღარ გჭირდებათ.

ნაბიჯი 04

კამპანია

შექმენი სარეკლამო კამპანია, მონიშნე ზონები და ატვირთე ბანერი. ჩვენება უმალ იწყება.

შესაძლებლობები

მხოლოდ ის, რაც რეალურად სჭირდება რეგიონულ რედაქციას.

სწრაფი ჩვენება

ბანერის გაცემისას ბაზაში ჩაწერა არ ხდება — მხოლოდ კითხვა. ჩვენებების აღრიცხვა ხდება ცალკე, გვერდის ჩატვირთვის შემდეგ.

იზოლირებული iframe

ბანერს არ მიუწვდება ხელი გამომცემლის გვერდის კოდზე და ქუქიებზე. sandbox ატრიბუტი ბლოკავს ყველა არასაჭირო წვდომას.

წონითი როტაცია

ერთ ზონაში რამდენიმე ბანერი შეიძლება ტრიალებდეს. წონა განსაზღვრავს, რომელი რამდენად ხშირად გამოჩნდება.

კლიკების გაფილტვრა

ერთი მომხმარებლის განმეორებითი კლიკი 60 წამში ერთხელ ითვლება. გადამისამართების მისამართი ბაზიდან მოდის, არა URL-დან.

სურათი და HTML

JPG, PNG, GIF და WebP — ან სრული HTML-ბანერი JavaScript-ით. ზომა ავტომატურად ემთხვევა ზონას.

სტატისტიკა

ჩვენებები, კლიკები და CTR — კამპანიის, ზონისა და ბანერის ჭრილში. მონაცემები ღამით ჯამდება და ინახება მუდმივად.

რატომ არა OpenX

OpenX და Revive Adserver კარგი სისტემებია — მაგრამ დაწერილია დიდი სარეკლამო ქსელებისთვის. რეგიონული გამოცემისთვის ეს ზედმეტი დატვირთვაა, რომელსაც ვიღაცამ უნდა მოუაროს.

Revive / OpenX ეს ქსელი
ჰოსტინგი VPS ან გამოყოფილი სერვერი ჩვეულებრივი cPanel
Composer საჭიროა არ არის საჭირო
ინსტალაცია მრავალსაფეხურიანი ოსტატი FTP + SQL იმპორტი
ბაზის ცხრილები 40-ზე მეტი 8
განახლებები რეგულარული, უსაფრთხოების პაჩებით კოდი შენს ხელშია
ადმინისტრირება ცალკე ადამიანი ერთი რედაქტორი

ეს მოკლე შედარება ეხება ქართულ, განსაკუთრებით კი რეგიონულ გამოცემებს. დიდი ქსელებისთვის Revive-ის შესაძლებლობები შეიძლება აუცილებელი იყოს.

ტექნიკური მოთხოვნები

თუ საიტი უკვე მუშაობს ქართულ ჰოსტინგზე, სავარაუდოდ ყველა პირობა უკვე დაკმაყოფილებულია.

ადმინში შესვლა
PHP
8.1+
მონაცემთა ბაზა
MariaDB 10.4+
გაფართოებები
PDO, GD
Cron
2 დავალება დღეში
დისკზე
110 KB + ბანერები
ინტერფეისი
Bootstrap 5.3

In English

A small ad server for small georgian newsrooms

This is a self-hosted banner ad server built for regional media outlets in Georgia. It exists because the established options — Revive Adserver, and OpenX before it — are built for ad networks with staff to run them. A newsroom of four people running on shared cPanel hosting needs something else.

The whole system is 19 PHP files and 8 database tables. There is no build step, no package manager, and no queue. You upload it over FTP, import one SQL file, and fill in three database constants. Publishers embed a single sandboxed iframe and never touch it again.

Serving a banner runs one read query and writes nothing — impressions are recorded by a separate beacon after the banner has already rendered, so a slow database never delays the publisher's page. Clicks resolve their destination from the database rather than the URL, which rules out open redirects. Two nightly cron jobs roll raw logs into daily totals and clear what's left.

Built with

Backend
PHP 8.1+, PDO
Database
MariaDB / MySQL
Frontend
Bootstrap 5.3
Charts
Chart.js
Banner formats
JPG, PNG, GIF, WebP, HTML

Developed at IoT Lab, Tbilisi, for Georgian regional media.