სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სასწავლოდაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს […]

09.04.2017 დღის კითხვა დღის კომენტარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სასწავლოდაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს ახორციელებს.

სურსათით მომარაგებისას კვლავ აღინიშნება საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში.

ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს.

სააგენტოს რეკომენდაციით, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისათვის  ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გაიაროს.

შედეგად, ბაღებსა და სკოლებში საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი შემცირდება და უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება.


თეგები:

დასვით შეკითხვა კონსტიტუციის მუხლზე


ამავე თემაზე