გამომცემლობა „პალიტრა L“-ის აქცია ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ხარაგაულელებსშესაძლებლობა ჰქონდათ ძველი, გამოუსადეგარი მაკულატურა (გარდა […]

05.04.2017 დღის კითხვა დღის კომენტარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ხარაგაულელებსშესაძლებლობა ჰქონდათ ძველი, გამოუსადეგარი მაკულატურა (გარდა მუყაოსა)  სასურველ წიგნებში გადაეცვალათ.

აქცია გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება.

დაინტერესებული პირის ან ორგანიზაციის მიერ მოტანილი მაკულატურა ადგილზე იწონება. ერთი კილოგრამი მაკულატურა ერთი ქულაა, ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.

თუ ორგანიზაცია ან კერძო პირი დიდი რაოდენობით მაკულატურას ჩააბარებს, მასთან ადგილზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შეუძლია მიმართოს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მაღაზიებს ქუთაისსა და თბილისში და აირჩიოს სასურველი წიგნები.

„ვცდილობთ მსგავსი სახის აქციებით მომხმარებელს გავუადვილოთ წიგნების შეძენა და დავეხმაროთ ბუნებას“ – ამბობს „პალიტრა L“-ის წარმომადგენელი რუსუდან შუშანიძე.

თამთა გოგოლაძე


თეგები:

დასვით შეკითხვა კონსტიტუციის მუხლზე


ამავე თემაზე